კოალიცია თანასწორობისათვის: ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე შეგვახსენებს ძალადობაზე, რომელსაც ეს ადამიანები განიცდიან

დღეს ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. 

„კოალიცია თანასწორობისათვის" აღნიშნულ დღეს ეხმაურება და სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, მიიღონ შესაბამისი ზომები ტრანსგენდერთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

“ამ დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ტრანსფობიური განწყობებისა და სიძულვილის გამო ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. 20 ნოემბერი შეგვახსენებს იმ აგრესიაზე, დისკრიმინაციასა და ძალადობაზე, რასაც ტრანსგენდერი ადამიანები ჰომო/ტრანსფობიურ საზოგადოებაში მუდმივად განიცდიან. საქართველოში ბოლო წლებში სიძულვილის მოტივით ორი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. მათ საქმეში ცალსახად იკვეთებოდა ტრანსფობიური ფემიციდის ნიშნები, რომლის იდენტიფიცირებაც სახელმწიფომ სამწუხაროდ ვერ შეძლო. ჩვენს საზოგადოებაში ტრანს თემზე ძალადობის ფაქტებმა საგანგაშო ზღვარს მიაღწია. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ორ ტრანსგენდერ ქალს შვიდამდე უცნობმა ადამიანმა სასტიკად სცემა. ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, როგორი აგრესიულები იყვნენ მანქანიდან გადმოსული მოძალადეები, რომლებიც ყოველგვარი წინასწარი საუბრის ან შელაპარაკების გარეშე თავს დაესხნენ მას და მის მეგობარს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის ფაქტს წინ უძღოდა ტრანსგენდერი ქალების მიმართ გამოყენებული ტრანსფობიური გამონათქვამები და გინება.

რეალურად, ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით არასამთავრობო სექტორის მიერ დოკუმენტირებული ჰომო/ბი/ტრანსფობიური მოტივით ჩადენილი ინციდენტების რიცხვი გაცილებით მაღალია. WISG-ის 2018 წლის კვლევის მონაცემებით, ბოლო სამი წლის მანძილზე რესპოდენტთა 88.3% (N=226) გამხდარა ძალადობის რაიმე ფორმის მსხვერპლი: ფსიქო/ემოციური ძალადობა განუცდია 85.5%-ს, სექსუალური ხასიათის ძალადობა თუ შევიწროვება გამოუცდია 61.7%-ს, ხოლო 29.7% გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მიუხედავად ძალადობის გამოცდილების ამგვარი მასშტაბისა, მათგან მხოლოდ 16.8%-ს მიუმართავს სამართალდამცავთათვის, რის მიზეზადაც ყველაზე ხშირად მათი არაეფექტურობა, ჰომო/ბი/ტრანსფობიური რეაქციისა და იძულებითი ქამინგაუთის შიში სახელდება.

ციფრებს შორის არსებული სხვაობა ხაზგასმით მიუთითებს თემის უნდობლობაზე სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახებამიმართვიანობაზე. პოლიციის ოფიცრების ტრანსფობიური და ჰომოფობიური წინასწარგანწყობები კვლავაც პრობლემურ საკითხად რჩება, რაც ცხადია, მიმართვიანობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბარიერს წარმოადგენს.

აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ პრობლემის დასაძლევად მხოლოდ სამართლებრივი საშუალებების გამოყენება არაა საკმარისი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მსხვერპლთა დაცვაზე და დახმარების საჭიროებებზე იქნება მორგებული ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც მარგინალიზებულ ჯგუფს წარმოადგენენ, განსაკუთრებული საჭიროებები გააჩნიათ. ამ შემთხვევაში სურათი გაცილებით დრამატულია, რადგან მას თან სდევს საზოგადოებაში არსებული სტიგმა, რომელიც სექსუალურ ორიენტაციას და გენდერულ იდენტობას უკავშირდება, ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები და იძულებითი ქამინგ აუთის მუდმივი შიში.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლთა ამ კატეგორიისათვის სპეციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის გამოძიების შემდგომ ეტაპზეც; რადგან ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შესაძლოა გამოიკვეთოს ისეთი სპეციალური საჭიროებები, როგორიცაა სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობა, თავშესაფრით უზრუნველყოფა, ან სხვა ტიპის დახმარება. WISG-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (N=226) მსხვერპლთა 69 % მიუთითებდა, რომ საჭიროებდა ფსიქოლოგის დახმარებას, 20.8%-ს სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, 47.8% საჭიროებდა სამართლებრივ დახმარებას, 31% - სოციალურ დახმარებას, 9.7%-ს სჭირდებოდა თავშესაფარი. ზემოთჩამოთვლილი სერვისებით ძალიან მცირე რაოდენობამ ისარგებლა, სერვისების არ გამოყენების მიზეზად უმეტესწილად კვლავ შანტაჟის საშიშროება დასახელდა.

ყველაზე დიდი სისტემური პრობლემა, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან, გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხის დაურეგულირებლობაა. 

რეალურად, მათ არ ეძლევათ საშუალება შეიცვალონ სქესის შესახებ ჩანაწერი მათსავე მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში. სახელმწიფოს არ გააჩნია გაწერილი პროცედურა, რომელიც საკითს ნათელს მოჰფენს: სამოქალაქო აქტების შესახებ ჩანაწერის თანახმად, პირს უფლება აქვს მოითხოვოს ცვლილება მის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში, რის წინაპირობადაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ყოველგვარი საკანონმდებლო რეგულირების გარეშე, სამედიცინო დაწესებულების მიერ ოპერაციის გზით სქესის შეცვლის შესახებ გაცემულ ცნობას უთითებს. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებული პრაქტიკა სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისათვის მოიაზრებს არასასურველ, ძვირადღირებულ და სიცოცხლისთვის საშიშ ქირურგიულ პროცედურებს. სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად ქირურგიული ჩარევის გზით ანატომიური სქესის შეცვლისა და შესაბამისი დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის მოთხოვნა არღვევს ტრანსგენდერ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებებს. ამგვარი პრაქტიკა არ ემსახურება კანონიერ მიზანს, ხელოვნურ ბარიერებს უდგენს ტრანგენდერ პირებს და ქმნის მრავალი ნიშნით პირის დისკრიმინაციის შესაძლებობას. განსაკუთრებით დასაქმებისას და სხვადასხვა სერვისის მიღებისას.

და ბოლოს, მაშინ როდესაც ხარისხიან სამედიცინო სერვისზე წვდომის უფლებას კანონმდებლობასთან ერთად ეთიკისა და სამედიცინო სტანდარტებიც უზრუნველყოფენ, ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში ამგვარი წვდომაც შეზღუდულია. ქვეყანაში არათუ ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის სერვისები, კლინიკური გაიდლინი ან პროტოკოლიც კი არ მოიპოვება, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ტრანზიციის პროცესში დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცედურას გაწერდა.

სწორედ ამ ბარიერების ერთობლიობა, საზოგადოებაში ფესვგადგმული სტიგმა და განწყობები განაპირობებს იმ ძალადობისა და მარგინალიზებას, რასთან გამკლავებაც ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურად, სახელმწიფოსგან ყოველგვარი დაცვისა თუ მხარდაჭერის გარეშე უწევთ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კოალიცია თანასწორობისათვის“ მოუწოდებს:

ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას:

ბ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს:

· შეიმუშავოს გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა, რაც დაეფუძნება იძულებითი მოთხოვნებისგან (სტერილიზაცია, სამედიცინო დიაგნოზი, ან ქირურგიული/სამედიცინო ჩარევა) თავისუფალ თვითიდენტიფიკაციას;

გ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: