3 წლის განმავლობაში CO-თი მოსამვლის გამო, 64 პირი გარდაიცვალა

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში CO-თი მოწამვლით 64 პირი გარდაიცვალა და 194 მოიწამლა. 

კომპანიის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მსგავსი შემთხვევები მცირდება, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიზანი ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად ნულამდე დაყვანაა.

"ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, მოსახლეობის საფრთხეების შესახებ ინფორმირება და მათ მიერ სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებაა. რამდენიმე წელია, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აქტიურ უსაფრთხოების კამპანიას აწარმოებს სახელწოდებით „მეტი უსაფრთხოებისთვის“. მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც უგულებელყოფს კომპანიის სპეციალისტების რჩევებს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით. კომპანიამ გადაწყვიტა, შეცვალოს „მეტი უსაფრთხოების“ კამპანიის სტრატეგია და აღარ შემოიფარგლება ცალკეული კლიპებითა თუ ბანერებით, ამ კამპანიაში ჩაერთო რეალური ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს გაუფრთხილებლობით CO (ცეოთი) მოიწამლნენ, ან მათ ოჯახებში ტრაგედია დატრიალდა“, – განაცხადა „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალურმა მმართელმა გიგლა თამაზაშვილმა.