SOVA - ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საქართველოში ცხოვრებას აპირებს

ავსტრიის პრეზიდენტის შვილი ფლორიან ვან დერ ბელენი საქართველოში საცხოვრებლად აპირებს გადმოსვლას, - ამის შესახებ ბელენმა რუსულენოვან გამოცემა Sova-ს განუცხადა.

მედია საშუალების ინფორმაციით, ფლორიან ვან დერ ბელენმა საქართველოს შესახებ პირველად სამხრეთ კორეაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაიგო.

"მაშინ მან გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ესტუმრებოდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის აპრილში ის თბილისში ჩამოვიდა. ბელენმა მოინახულა სვანეთი, რომელიც მას მშობლიურ ტიროლს ახსენებს. მას შემდეგ ავსტრიელი საქართველოში რამდენჯერმე იყო ჩამოსული", - წერს გამოცემა.

"როდესაც დავბრუნდი ავსტრიაში, მშვიდად ძილი არ შემეძლო. რაღაც არ მასვენებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შეხვდი ადამიანს და 3 დღის შემდეგ, მიხვდი, რომ ის უკვე გიყვარს. მინდოდა გამერკვია, მართლა არის თუ არა საქართველო ისეთი ლიბერალური და კორუფციისგან თავისუფალი, როგორც ამას სხვები ამბობდნენ. საბოლოოს მივხვდი, რომ ეს სიმართლეა", - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტის შვილმა Sova-სთან საუბარში.

მედიის ცნობით, 2018 წლის მაისში ბელენმა საქართველოშ საკუთარი კომპანია დააარსა და ახლა აპირებს საქართველოში საცხოვრებლად წამოსვლას.  მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურისტების ნაკადი ევროპიდან არ წყდება, ევროპელებისთვის ეს ქვეყანა კვლავ ეკზოტიკასთან ასოცირდება.  ვან დერ ბელენი ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს და სურს, რომ საკუთარი გამოცდილება საქართველოში გამოიყენოს. ის პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს შესაძლებლობებზე უყვება.

"ჩემი სიტყვები საქართველოზე მათში სიყვარულს ბადებს. ვუყვები რამდენად ევროპულია ეს ქვეყანა. ევროპელები მიიჩნევენ, რომ ეს ეკზოტიკური ქვეყანაა, თუმცა აქ ჩემოსვლის შემდეგ ხვდებიან, რომ ეს ასე არ არის. საქმიან ადამიანებს ვუყვები ქვეყნის ლიბერალიზმზე და შესაძლებლობებზე. საქართველოს მოსახლეობა ალბათ ბოლომდე კიდევ ვერ იაზრებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროები სამშენებლო ბიზნესი, ენერგოსექტორი და ნარჩენების გადამუსავება", - ამბობს ფლორეან ვან დერ ბელენი.

Sova ვან დერ ბელენის ბიოგრაფიასაც უსვამს ხაზს:

"იგი ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ვან დერ ბელენის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ ვან დერ ბელენები ავსტრიაში დაიბანდნენ, ისინი ქალაქ ფსკოვიდან არიან. ფლორეანის ბაბუა ეროვნებით რუსი იყო, ხოლო ბებია ესტონელი. ოჯახი ავსტრიაში მეორე მსოფლიო ომის დროს გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც საბჭოთა არმიას გაექცა გერმანული გვარის გამო. ავსტრიის პრეზიდენტის შვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მთელი ბიზნესის გადატანას შეძლებს საქართველოში. ის ამბობს, რომ ძნელია იცხოვრო იმ ქვეყნისგან შორს, რომელშიც სიგიჟემდე ხარ შეყვარებული", - წერს გამოცემა.