პრეზიდენტის ინაუგურაცია გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ფონზე ჩატარდება

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები და ლიდერები თბილისიდან თელავის მიმართულებით დაიძრნენ.

მათი განცხადებით, დღეს თელავში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 28 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მიღებულ შედეგს.

თელავისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვებია დაწესებული.  სამართალდამცავებმა ავტომობილების კოლონა გომბორის უღელტეხილთან არ გაატარეს და გზა გადაუკეტეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რათა საპროტესტო აქცია თელავში არ გაიმართოს.

ოპოზიციის აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.