სერიალი „ვიკინგები“ მე-6 სეზონით სრულდება

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი „ვიკინგები“ მე-6 სეზონით დასრულდება, - ამის შესახებ Variety იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ტელეარხ History-ზე სერიალის მე-5 სეზონი გადის. სეზონის ბოლო სერია ეკრანებზე 30 იანვარს გამოვა. 

მედიის ცნობით, მე-6 სეზონზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ეპიზოდი სატელევიზიო ეთერში სავარაუდოდ 2020 წელს გამოვა. 

„ვიკინგების“ პრემიერა 2013 წლის მარტში შედგა.