H1N1-ით 15 ადამიანია გარდაცვლილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 15 შემთხვევა დადასტურდა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს H1N1-ის ვირუსის გამო კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

„27 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ლაბორატორიულად დადასტურებულია. სამწუხაროდ გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.