ვაშლიჯვრის თავშესაფარში ძაღლები მოწამლეს

ვაშლიჯვრის ძაღლების თავშესაფარში ძაღლების მოწამლეს.

"იმედის" ინფორმაციით, მათგან 1 გარდაიცვალა, 8 კი, მუნიციპალურ თავშესაფარშია გადაყვანილი, სადაც მათ მკურნალობა უტარდებათ.

"ორის მდგომარეობა ამ წუთამდე მძიმეა და მიმდინარეობს მკურნალობა. დანარჩენები სტაბილურად არიან და რაიმე სახის ჩარევას არ საჭიროებენ", - განაცხადა ვეტერინარმა. 

თავშესაფრის დამფუძნებელი ეთერ კვახაძე მომხდარს თავშესაფართან მცხოვრებ მოქალაქეს უკავშირებს.

"როგორ შეიძლება მას უწოდო ადამიანი?! მეზობელი კორპუსიდან ერთს არ მოსწონს, რომ ძაღლები იყეფებიან. მოვიდა, პროტესტი გამოხატა და ბარბაროსული გზა მოძებნა. ძეხვი არის მოწამლული, რომელიც გადმოუყარა ძაღლებს", - განაცხადა ეთერ კვახაძემ.