ვანში, ერთ-ერთ რესტორანში სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდ

ვანში, ერთ-ერთ რესტორანში სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ფაქსინტერნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

„11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო.

 ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი.

ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.