4 გარდაცვლილი და 32 დაშავებული - პარიზში აფეთქება მოხდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აფეთქება მოხდა,რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მეხანძრეა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავებული კიდევ 32 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანი, აქედან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია. 

მედიის ცნობით, შემთხვევა Rue de Trevise-ის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და მეხანძრე მაშველები არიან მობილიზებული. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს ინციდენტის ადგილთან მდებარე სხვა ქუჩებზე გასვლისგან თავი შეიკავოს. 

პირველადი ინფორმაციით, შენობაში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.