რადიკალი მოქალაქე ლგბტქ პირების დევნას აანონსებს - შსს ჯერ არ მოქმედებს

რადიკალური ორგანიზაცია "ქართული მარშის" ერთ-ერთი წევრი, არჩილ ჯაფარაშვილი ლგბტქ პირების წინააღმდეგ გეგმას შექმნას რაზმი და ადამიანთა დევნა დაიწყოს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

"ლგბტ სექტის წინააღმდეგ ვიწყებთ სპეც დანიშნულების ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს ნებისმიერ წერტილში გაანეიტრალებს მაგ სოდომისტების გამოჩენას. ეს არის 21 საუკუნის კიბო რომელიც ფესვებიდან უნდა აღმოვფხვრათ, რადგან მომავალ თაობებს წარმოდგენაც კი არ ქონდეთ მსგავს რამეებზე საქართველოში. დაინტერესებულმებმა მომწერეთ პირადში. 
ერთად საქართველოს პიდარასტებისაგან განსაწნენდადად.
კურთხევა გვაქვს მიღებული რუის ურბნისის მეტროპოლიტ მეუფე იობისაგან!!!
გთხოვთ გავაზიაროთ თანამემამულენო" -წერს "ქართული მარშის" წევრი.

აღნიშნულმა პოსტმა სოციალურ ქსელში აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება მოითოვეს.

მედია ექსპერტი ნინო დანელია მიიჩნევს რომ პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. 

"ეს არის პირდაპირი მოწოდება ძალადობისკენ, რაც ადამიანებს უქმნის მყისიერ საფრთხეს. ეს კაცი მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, სიძულვილის ნიადაგზე. იმედია, აღძრავთ საქმეს და მოუწევს ამ ბატონს დაკითხვაზე სიარული და ჩვენების მიცემა. იმოქმედეთ! მეუფე იობიც დაკითხეთ" - განაცხადა ნინო დანელიამ.

"ფაქსინტერნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტის შესახებ იციან, თუმცა აღძრავენ თუ არა აშკარა მოწოდებაზე საქმეს კომენტარს არ აკეთებენ.