NDI- მოსახლეობის 85%-ს სურს პრეზიდენტი თავად აირჩიოს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 85%-ს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების წესით უნდა მოხდეს.

გამოკითხულთა მხოლოდ 11% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა აირჩიოს. 

ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობამ ბოლოჯერ აირჩია პრეზიდენტი. 2024 წლიდან პრეზიდენტს პირდაპირი წესის ნაცვლად, წარმომადგენლობითი სახით, ხმოსნები აირჩევენ.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205
პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ,
სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის
+/- 2.1 პროცენტი.