ვლადიმერ პუტინს რუსმა ალქაჯებმა მხარი დაუჭირეს და რიტუალი მიუძღვნეს [ვიდეო]

რუსმა ალქაჯებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მაგიური რიტუალი მიუძღვნეს, - ამის შესახებ Euronews იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ალქაჯების შეხვედრა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შედგა. მათ "ძალის წრე" შეკრეს და ამ ფორმით გამოხატეს ქვეყნის ლიდერისადმი მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი რიტუალი, რომელიც ალქაჯებმა ვლადიმერ პუტინის მიუღვნეს. კრემლის ლიდერს მხარდაჭერა მათ 2 წლის წინაც გამოუცხადეს. 

როგორც ერთ-ერთმა მთავარმა ალქაჯმა ალიონა პოლინმა განაცხადა, რიტუალი ვლადიმერ პუტინის, რუსეთის მხარდასაჭერად და მთელი მსოფლიოს გასაუმჯობესებლად ჩატარდა. 

კიდევ ერთი ალქაჯის ირინას თქმით, ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა რთულია და მათ სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რიტუალი ჩაეტარებინათ. 

"გვინდა მხარი დავუჭიროთ ჩვენს პრეზიდენტს იმ ძალებით, რომელიც გაგვაჩნია. ის იბრძვის და მას უნდა ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყოს. ის ებრძვის ყველას, ვინც მას თავს ესხმის და ჩვენ გვინდა ეს ბოროტები დადუმდნენ", - განაცხადა ალქაჯმა. 

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.