ბათუმში საცხოვრებელი ბინა დაიწვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ასევე დაზიანდა სახლის სახურავი და კომერციული ფართი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, ბინა მეპატრონეს გაქირავებული ჰქონდა.

ადგილზე სამაშველო სამხასურის რამდენიმე ეკიპაჟი ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობს.