წყნეთში ავტობუსი ხეს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წყნეთში 7 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ამასთან, 6 დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, რეგიონალურ ჰოსპიტალში კი ერთი პაციენტი მიიყვანეს.

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ირაკლი ფირცხელაშვილის თქმით, შემთხვევის შედეგად დაშავებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

„შემოყვანილია 6 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა დანარჩენის შედარებითი მსუბუქია, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები“, - განაცხადა ირაკლი ფირცხელაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.