თურქეთში ორგანიზაცია FETO-სთან კავშირის ბრალდებით 1000-ზე მეტი ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს

თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 1 112 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთის უსაფრთხოების ძალები ანტიტერორისტულ ოპერაციას ქვეყნის ქვეყნის დედაქალაქ ანკარასა და 76 პროვინციაში ჩაატარებენ.

შეგახხსენებთ, რომ თურქეთში 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რომელიშიც ხელისუფლება მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გიულენი ამერიკაში ცხოვრობს და ოფიციალური ვაშინგტონი ანკარას ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარს ეუბნება. პუტჩის შემდეგ თურქეთის ხელუსუფლებამ გიულენთან კავშირის ბრალდებით ასობით ათასი ადამიანი დააკავა.