იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილი აირჩიეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აირჩიეს.

კომიტეტის სხდომაზე მათიკაშვილს მხარი 10-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მათიკაშვილის კანდიდატურა კომიტეტის წევრებს ახალმა თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა.