2 გარდაცვლილი, 14 დაშავებული - ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა საზღვარზე მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

ვენესუელა-ბრაზილიის საღვარზე ე.წ. პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ The Washington Post იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი, დაშავდა. 4 ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 

მედიის ცნობით, მოქალაქეები ბრაზილიის საზღვართან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ნიკოლას მადურომ ქვეყანაში ამერიკული ჰუმანიტერული დახმარების შეტანის შესაჩერებლად მეზობელ ქვეყანასთან ყველა საგუშაგოს ჩაკეტვის შესახებ განკარგულება გასცა. მოსახლეობამ საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტროლის დამყარება სცადა, რასაც შეტაკებები მოჰყვა. სამხედროებმა შეკრებილების წინააღმდეგ ჯერ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მოგვიანებით კი, ცეცხლი გაუხსნა.