ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

რაც შეეხება გია ვოლსკის, რომელიც პოლიტსაბჭოს მდივნის პოსტს იკვებდა, იგი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა. კერძოდ, კახა კალაძის თქმით, ვოლსკი პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.