ბრიტანეტში წარწერა „иди на х**“ ქართული ეგონათ - მაღაზიამ Vetements-ის ფირმის ჰუდი გაყიდვიდან ამოიღო

ბრიტანულმა მაღაზია Harrods-მა Vetements-ის ფირმის ჰუდი გაყიდვებიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც აღმოაჩინა, რომ მასზე უცენზურო წარწერა იყო განთავსებული, - ამის შესახებ Mirror იუწყება.

მაღაზიის კონსულტანტებს თვალი Financial Times-ის ჟურნალისტმა მაქს სედონმა აუხილა. ჟურნალისტმა Twiiter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რეალურად ჰუდიზე განთავსებული წარწერა არის რუსულ ენაზე და მისი მიახლოებული თარგმანიც მიუთითა.

მანამდე Harrods-ი ჰუდის 680 ფუნტად ყიდიდა (დაახლოებით 2,363 ლარი) და საიტზე, ანოტაციაში ეწერა, რომ მასზე ქართული წარწერაა განთავსებული და ის "ფირმის უკომპრომისო დამოკიდებულებას გულისხმობს".

გაუგებარია, რატომ მიიჩნევდნენ მანამდე მაღაზიაში, რომ ჰუდიზე ქართული ასოები ეწერა. აღსანიშნავია, რომ ამ წარწერით პირველად არ გაღიზიანებულან. თებერვალში ჰუდის ფოტო Instagram-ზე გავრცელდა და иди на х**-ზე რუსი მომხმარებლები გაბრაზდნენ. მათ ფოტოსთან დაკავშირებით აგრესია გამოიჩინეს და დემნა გვასალიას შეურაცხყოფას აყენებდნენ.