ადვოკატი - საპატრიარქომ ჩაატარა დნმ-კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არის სიხარულიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის დავის განხილვა მიმდინარეობს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა.

„საპატრიარქომ ჩაატარა დნმ-ს კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე, ის არ არის ბაგრატიონი და იბრალებს გვარს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნაბართვოდ სარგებლობისთვის“ სასამართლოში უჩივიან.