დნმ-ის ჩასატარებლად სვეტიცხოვლიდან ორი ნეშთის ამოთხრა და ექსგუმაციაა საჭირო

ბაგრატიონ-გრუზინსკები დნმ-ის ჩატარებას არ აპირებენ. ამბობენ, რომ ამისთვის სვეტიცხოველში დაკრძალული წინაპარი ბაგრატიონების ნეშთების ამოთხრა და ექსგუმაციაა საჭირო, რასაც არასდროს დასთანხმდებიან.

სასამართლოში ჩვენი მოთხოვნაა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება. რეალურად, იმ ეჭვების გასაფანტად, რაც ჩნდება, გვჭირდება სვეტიცხოვლიდან ორი ცხედრის ექსჰუმაცია და ბუნებრივია, ამ ჭორების გასაფანტად ამხელა რაღაცაზე ვერ წავალთ“ -  ადვოკატმა ლევან გორიაშვილმა.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ითხოვს, მის ყოფილ ქმარს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს "საქართველოს სამეფო სახლის" სახელის გამოყენება აეკრძალოს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბაგრატიონ-მუხრანსკი თაღლითია და სამეფო ორდენებს ყიდის.