პირველი პარლამენტის უხუცეს წევრს რომელიც ტაშკენტში განისვენებს პატივი მიაგეს

დამფუძნებელი კრების გახსნის 100 წლის იუბილეზე, ათწლეულების შემდეგ ქვეყანამ პირველად მიაგო პატივი ალექსანდრე ლომთათიძეს, რომელიც უზბეკეთში, ტაშკენტში განისვენებს.

ალექსანდრე ლომთათიძე პირველი რესპუბლიკის გამორჩეული მოღვაწე გახლდათ. ლომთათიძე დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი, 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების გახსნისას, იგი თავმჯდომარის უფროს ამხანაგად (მოადგილედ) აირჩიეს.

1921 წლის 24-25 წლის თებერვლის ღამეს, მან უარი განაცხადა თბილისის დატოვებაზე. მალე, 21 წლისვე ივლისში სტალინის საპასუხო სიტყვის გამო დააპატიმრეს. ჯერ მეტეხის ციხეში მოათავსეს, შემდეგ სუზდალში, რუსეთში გადაიყვანეს. ცხოვრების ბოლო რამდენიმე თვეს გადასახლებიდან გადასახლებაში გაატარა, ბოლოს ტაშკენტში ცხოვრების უფლება მისცეს. 1924 წლის აჯანყების დროს ტაშკენტის ციხეში ჩასვეს, სადაც 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.