თემურ აბაზოვი მარნეულის მერიისაგან 32 000 ლარის ოდენობის განაცდურის აღებას ითხოვს

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელსაც ბრალი მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არადამიანურად მოპყრობაში ედება ბრალი, მარნეულის საკრებულოსგან 32 000 ლარის მიღებას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო მარნეული“ ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაციით, აბაზოვი იმ 7 თვის განაცდურის აღებას ითხოვს, რომელიც წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ აიღო.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, ყოფილი მერის მიმართვა საკრებულომ დღეს, 13 მარტს გამართულ სხდომაზე ცნობის სახით მიიღო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი ელჩინ ალახვეერდიევის მიმარტ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.  სასამართლომ აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ხოლო 12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყიტა.