63-დღიანი პარალიზების შემდეგ, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

63-დღიანი პარალიზების შემდეგ, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აღდგა. დილის 06:00 საათიდან სპეციალური საშვებით ახალგორის მცხოვრებლებმა გამშვები პუნქტის საშუალებით გადაადგილება შეძლეს.

ოძისში, ქართულ საგუშაგოსთან იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები,რომლებიც პროცესს თვალს ადევნებენ.

დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი 11 იანვარს ჩაიკეტა.