ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა - არიან დაღუპულები

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ხალხით სავსე ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნეს, არიან დაღუპულები.

არსებული ინფორმაციით, პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა.

მომხდართან დაკავშირებით 4 ადამიანი დაკავებული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში.