ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე, 2 პირი დააკავეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

„დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი სხვა ახალწვეულებს თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ მომხდარს ერთ-ერთი ოფიცერით შეესწრო.