ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები შევიდნენ

სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ.

მათ ადგილზე ახალი მავთხულხლართები გაავლეს და ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზა დაიკავეს.

შეიარაღებული პირების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას გაავრცელებს.