ბათუმში სათამაშოების მაღაზიები გაქურდეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან ახლოს სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ერთი შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა, საიდანაც მძარცველებმა დაახლოებით 600 ლარი წაიღეს. ხოლო სათამაშოების მეორე მაღაზია კი გამთენიისას გაქურდეს. ობიექტი ამ დრომდე დაკეტილია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

ფოტო: ajaratv.ge