ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

ირანში წყალდიდობის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის დროს კიდევ 74 ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ რამდენიმე პროვონციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობბის ევაკუაცია გამოაცხადონ. 

სტიქიამ მთლიანობაში 25 პროვინცია დააზარალა. დაიტბორა ასობით სახლი. აღსანიშნავია, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 11 გარდაცვლილის შესახებ.