ირანელი მომღერლის სიტყვები ულტრანაციონალისტურმა და პრორუსულმა ჯგუფებმა შეგნებულად დაამახინჯეს

სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღლევა მოჰყვა ვიდეორგოლს, სადაც ირანელი რეპერის, ამირ თათალუს კონცერტის კადრებია ასახული. 

ვიდეოს ამტვირთავის თქმით, ფილარმონიაში ირანელი მომღერლის დახურული კონცერტი ჩატარდა ირანელებისთვის, სადაც მან ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგი სიტყვებით - "ჯორჯისტანში მარიხუანას მოწევა თუ მომინდა კანონით მეკრძალება⁉️ რომ მოვწიო ქართველებმა რა ყ.. უნდა მომჭამონ⁉️ ნახეთ ჩვენ ამდენი ვართ და მგონი მართლა უნდათ, რომ მოგვჭამონ⁉️

აღნიშნული მიმართვა ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა შეგნებულად გააყალბეს მასებში პროტესტის გამოსაწვევად, რეალურად კი ირანელმა შემსრულებელმა თქვა: -“გავიგე, საქართველოში მარიხუანა შეგიძლიათ პირად სივრცეში მოიხმარო და სცენაზე რომ მოვწიო, რა მოხდება. მე არ ვეწევი, უბრალოდ ხელში მიჭირავს”

პრიმაკოვის ქართულ-რუსული ცენტრის დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზებით საზოგადოების ნაწილი ირანის სალეჩოსთან იკრიბება.

ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში წერს: რა საყვარლები ხართ, ვიღაც იდიოტები-ფაშისტები, რაღაც სისულელე ტიტრებს უკეთებენ, უწყინარ ვიდეოს და თქვენც ასე ადვილად იჯერებთ არ გვაგინებენ და ძალიან გინდათ, რომ გვაგინონ? ვინც ეს სამარცხვინო ტიტრი დააწერა ვიდეოს ***ებით უნდა დაიკიდოს! ნიკოლოზ მჟავანაძეს, ჯონდი ბაღათურიას და სხვებს არ უყვარხართ ქართველებო, არა! არ არის ჯონდი მხსნელი, არა! რუსულ საქმეს აკეთებენ ღიად, მერწმუნეთ!“ – წერს შაკო კუჭაშვილი.

პრიმაკოვის ცენტრის ქსელი 2013 წლის 21 აგვისტოს "საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და "გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა" დააფუძნა. თავად გორჩაკოვის ფონდი კი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.
აშკარად რუსული სპეცსამსახურების მიერ მართულმა ორგანიზაციამ ირგვლივ ულტრანაციონალისტი აქტივისტები მოიკრიფა, არაფრისგან მათ სურთ სკანდალის აგორება. 

თავდაპირველად მომღერლის დამახინჯებული თარგმანი ნაციონალისტურმა ონლაინ მედია საშუალებებმა გაავრცელეს.