მოსახლეობის 47% საზოგადოებრივ მაუწყებელს არასდროს უყურებს

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 47% საზოგადოებრივ მაუწყებელს არასდროს უყურებს.

კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ს ერთობლივი პროექტი ფარგლებში.

ამავე კვლევით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველდღე უყურებს 13%, კვირაში რამდენჯერმე – 11%, თვეში რამდენჯერმე – 5%, უფრო იშვიათად – 24%.

კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1 187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.