„კლანი უნდა წავიდეს“ - NGO-ები პარლამენტში სპეციალური მაისურებით მივიდნენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვის გასაპროტესტებლად, პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოვიდნენ.

მათ პროტესტის ნიშნად შავი მაისურები, წარწერით "კლანი უნდა წავიდეს" აცვიათ. 

ცნობისთვის, 20 მარტს პარლამენტმა 89 ხმით მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ოპოზიცია, მესამე სექტორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს. ისინი აღნიშნულ პროექტს "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებენ.