თბილისში ბანერები წარწერით - „მილიონი გადარჩენილი სიცოცხლე“ გამოჩნდა

თბილისი ბანერები წარწერით - „მილიონი გადარჩენილი სიცოცხლე“ გამოჩნდა, -აღნიშნული ბანერები ქალაქის მრავალ უბანშია განთავსებული.

როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი კამპანიას კავშირი არ აქვს გადაყირავებული მანქანების აქციასთან და ცალკე სარეკლამო აქციის ფარგებში დაიგეგმა.

„ექსპრესნიუსის“ ცნობით,  ერთ-ერთ ცნობილ კომპანიას ქართულ ბაზარზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდი შემოჰყავს. ამ სარეკლამო აქციის ფარგლებში, თბილისში და სხვა ქალაქებში შავ-თეთრი ბანერები წარწერით „მილიონი გადარჩენილი სიცოცხლე“ გამოჩნდა.