ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“ თურქეთის ციხეში შიმშილობს - ადვოკატი

ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, იგივე ლავასოღლიმ, თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო.

როგორც ლავოსოღლის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უსამართლოდ დევნიან. მისივე განმარტებით, ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი როდის მოხდება მინდაი გორაძის ექსტრადირება. 

"სახელმწიფოს ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა, რომ აქამდე მოეხდინა ექსტრადაცია, მაგრამ მან ეს უფლება არ გამოიყენა. მაშინ უცხო ქვეყანაში მაინც დაანებონ თავი. ზალიან მძიმე მდგომაროებაშია. მე-6 თვე წავიდა, კაცი ზის და არ იცის რაზე ზის", - აღნიშნა კობაიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 36 წლის მინდია გორაძეს ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. მიმდინარე წლის 21 ივლისს ქუთაისის სასამართლომ ბრალდებულ მინდია გორაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.