რუსმა სამხედროებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში აღლუმისთვის მზადება დაიწყეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეები ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ 9 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობას რუსული სამხედრო ბაზის 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო ტექნიკის 30-მდე ერთეული მიიღებს. აღლუმი ცხინვალში თავისუფლების მოედანზე „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც გამოჩნდება. 

მედიის ცნობით, აღლუმისთვის მზადება უკვე დაწყებულია.