პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ ავრცელებს.

ხანძარი ჩამქრალია. თვალს ვადევნებთ ცეცხლის კერების ნარჩენებს და ვაგრილებთ შენობის ცხელ ნაწილებს, მათ შორის კარკასს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხანძარი არ განახლდება“, - განაცხადა  საფრანგეთის სახანძრო სამსახურის პრესსპიკერმა, გაბრიელ პლიუსმა.

მეხანძრეებს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდათ.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შესძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.