მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, დროებით საგამოძიებო კომისია შექმნას

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში მივიდა.

მაჩალიკაშვილი პარლამენტარებთან შეხვედრას გეგმავს და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ამასთან, დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.