ტაქსის მძღოლები - მერიასთან რიგ საკითხებში შეთანხმებას მივაღწიეთ

ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვალერი ქადაგიშვილმა განაუცხადა.

ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ  ტავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისაგან.

„ვართ მერიასთან მოლაპარაკებების რეჟიმში, რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას და მიმდინარეობს პროცესი. ეს პროცესი გაგრძელდება, ვთანამშრომლობთ ძალიან მჭიდროდ. ყველა პოლტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, რომ წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. გარკვეული შეთანხმებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მარჯვენა საჭიანებზე შეთანხმებას მივაღწიეთ, როგორც„ა“ კატეგორიაში, ასევე „ბ“ კატეგორიაში დაუშვებენ“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვალერი ქადაგიშვილმა.