HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

HBO-მ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, "საქპატენტს" მიმართა და ვისკისთვის სახელწოდება "Game Of Thrones"-ის დაპატენტება მოითხოვა. 

შესაბამისი ინფორმაცია "საქპატენტის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"საქპატენტის"-ის ცნობით, ვისკი ამ ეტაპზე წარმოებაშია. აღსანიშნავია, რომ ვისკი სახელწოდებით White Walker (თეთრი მოსიარულე) ამერიკის მასშტაბით უკვე იყიდება თეთრი მოსიარულე სერიალში ნეგატიური პერსონაჟის სახელია.