ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს

მოსკოვის გუბერნიის თეატრი, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი ბეზრუკოვია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ტურნეს გამართავს, - ამის შესახებ cominf იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ტურნე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ აგვისტოში ჩატარდება, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების 11 წლისთავის ფარგლებში. 

მედიის ცნობით, თეატრი ე.წ. სამხრეთ ოსეთს დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მოწვევით ესტუმრება. 

"თეატრის წარმომადგენლები ცხინვალში იმყოფებიან და ადგილობრივი დრამატული თეატრის ხელმძღვანელობასთან დეტალებს ათანხმებს. მოსახლეობას გამოთქვა სურვილი, რომ ტურნეში მონაწილეობა მიეღო სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტს სერგეი ბეზრუკოვს, რომელიც ასევე თეატრის ხელმძღვანელია", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, სერგეი ბეზრუკოვი საქართველოში რამდენჯერმე არის ნამყოფი, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.