ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი

ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილზე სროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ორ პირს დაზიანებები სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული და ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ამ ეტაპზე უცნობია, შესძლეს თუ არა თავმდამსხმელებმა თანხის წაღება. ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული. 

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.