მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება

მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 

როგორც "ფაქსინტერნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილებით ედება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნას გულისხმობს.

აღნიშნული კანონდარღვევა 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გუშინ დააკავეს. მისი ადვოკატის განცხადებით, ჯიბღაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს.