საგარეჯოში მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, ასევე დაჭრილია მისი ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

მამაკაცი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.