20 წლის ბიჭი ლიანდაგებში ჩავარდა - მეტროს 4 სადგური არ მუშაობს

თბილისის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს.

„ფაქსინტერნიუსის“ კორესპოდენტის ინფორმაციით, თითქმის 1 საათის განმავლობაში, მეტროპოლიტენის 4 სადგური: „ახმეტელის თეატრი“, „სარაჯიშვილი“, „გურამიშვილი“ და „ღრმაღელე“ მგზავრებს ვერ ემსახურება.

„ახმეტელის თეატრის“ სადგურზე მისულ მგზავრებს, მეტროს კარი დაკეტილი დახვდათ.

მეტროპოლიტენის თანამშრომლების განცხადებით, ზემოთ ხსენებილი სადგურები მგზავრეებს დაახლეობით 2 საათის განმავლობაში ვერ მოემსახურებიან. მათივე ცნობით, მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას დიდუბიდან აგრძელებს.

თბილისის მეტროპოლიტენის შეფერხებით მუშაობის მიზეზი მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ ლიანდაგებში მოქალაქის ჩავარდნამ გამოიწვია. ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

„სარაჯიშვილზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის სამაშველოს წარმომადგენლები, ასევე სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მეტროპოლიტენი შეფერხებით „დიდუბიდან“ „ვარკეთილამდე“ მუშაობს. ამ დროისთვის  მოქალაქეები ვერ სარგებლობენ „ახმეტელის თეატრის“, „სარაჯიშვილის“, „გურამიშვილისა“ და „ღრმაღელის“ სადგურებზე. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები“, -  აცხადებენ მეტროპოლიტენში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება მეტროპოლიტენის სრულად ამუშავება.