სირიაში ომს, 2011 წლიდან დღემდე მედიის 695 წარმომადგენელი ემსხვერპლა

სირიაში, 2011 წლიდან დღემდე, კონფლიქტის დროს მედიის ასობით წარმომადგენელი დაიღუპა და დააკავეს, - ამის შესახებ Watchdog-ის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, სულ ამ პერიოდის განმავლობაში 695 ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო 421 სირიის რეჟიმის მიერ არის დაკავებული. აქედან პრესის 546 წარმომადგენელი, მათ შორის 5 უცხოელი ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს, 20 კი რუსეთის ავიაიერიშის დროს. 

ამავე კვლევის მიხედვით, 4 ჟურნალისტი „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ არის მოკლული. ეს ჯგუფი ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტულ ჯგუფთან არის გაიგივებული. 

"64 ჟურნალისტი, მათ შორის 2 ქალი და სამი უცხოელი „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლი გახდა, 32 კი ოპოზიციის შეიარაღებული ჯგუფების ქმედებებს შეეწირა. სულ მცირე 1 ჟურნალისტი აშშ-ის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სამხედრო კოალიციის თავდასხმებს ემსხვერპლა, 28 - უცნობი შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმის დროს დაიღუპა", - ნათქვამია კვლევაში. 

აღსანშნავია, რომ 2011 წლიდან დღემდე სირიაში კონფლიქტის დროს სულ მედიის 1136 წარმომადგენელი გაიტაცეს, აქედან 421 წარმომადგენელი ჯერ კიდევ არ გაუტავისუფლებიათ. 

სირიაში არსებული კონფლიქტის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ამ სტატიაში