ოკუპანტებმა გორში საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.