ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში - დაიღუპა 1 ადამიანი

ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ქალი ემსხვერპლა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი ტრაილერი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, ქალი ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა ტრაილერმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.