დაპირისპირება ზუგდიდში - რამდენიმე პირმა სანდრა რულოვს შეურაცხყოფა მიაყენა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდა რულოვსს, უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დადიანების სასახლის ეზოში მოხდა, სადაც ტელეკომპანია „ოდიში“ სანდრა რულოვსზე სოიჟეტს ამზადებდა.

გარდა ამისა, უცნობმა პირებმა ოპერატორისთვის და ფოტოგრაფისთვის კამერების წართმევა სცადეს. კონფლიქტში სასახლის დაცვის თანამშრომლების ჩარევაც გახდა საჭირო.

„ძალიან უხეშად მოვიდნენ გინებით, ქართულად მეგრულად. არ გვამუშავეს. ჩვენ აქ პატარა გადაღება გვქონდა. ჩხუბზე გადავიდნენ. ჩვენს ჟურნალისტს, ფოტოგრაფს გაეკიდნენ, დასდევდნენ. მერე ჩვენ პოლიციას ვთხოვეთ, რომ შეატყობინეთ პოლიციასთქო, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ახლა მოვიდნენ,რ ოცა ისინი უკვე წასულები არიან“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

როგორც ზუგდიდის პოლიციის უფროსმა, ირაკლი ფაცაციამ განაცხადა, ამ დროისთვის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში გამოძიება დაიწყება.

 

ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.