შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ფოსტის და ევროპის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით 15 მაისს, 17:00 სთ.-ზე სასტუმრო ბილტმორში გაიმართება შეხვედრა თემაზე „შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის“.

შეხვედრას მედიაციის ქართველ ექსპერტებთან ერთად გაუძღვება ვიქტორ შახტერი, ამერიკელი ექსპერტი, მედიატორი და პრაქტიკოსი იურისტი, ორმოცდაათ წლიანი გამოცდილებით. შეხვედრაზე განხილული იქნება დავის გადაწყვეტის ის დიზაინ(ებ)ი, რომელიც განსაკუთრებულად შეესაბამება ქართულ რეალობას და შესაძლებლობას მისცემს ქართულ ბიზნესს მოკლე დროში და მინიმალური დანახარჯებით მიიღოს ეფექტიანი მართლმსაჯულება.

 

(NS)