თორნიკე რიჟვაძე დაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან და შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებს დაბის ტერიტორიაზე, არსებული ავტოსადგურიდან რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარის, საყრდენი კედელის, სანიაღვრე არხის, სკვერის, მოსაცდელის, გარეგანათების, ავტოპარკინგის და კიბეების მოწყობას.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი ამხანაგობა „ემილ-2014“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 040 999 ლარია.

ამ დროისათვის მიმდინარეობს საყრდენი კედლებისა და ტროტუარის საძირკველის მოწყობა.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს დაბის მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას.

 

 

 

(NS)